გორის „დილამ“ ოთხი ფეხბურთელი დაიმატა
გორის „დილამ“ ოთხი ფეხბურთელი დაიმატა

სეზონის დასრულების შემდეგ, „დილა“ ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა გორელებს ახალწვეულებიც ჰყავთ.

დავით რაჟამაშვილის ჩარიცხვის შემდეგ, გუნდმა მორიგი სიახლები გაასაჯაროვა – 2018 წელს „დილაში“ თამაშებენ გია ჩადუნელი, ანზორ სუხიაშვილი, გიორგი კორიფაძე და გურამ სამუშია.

გია ჩადუნელი მცველია და ბოლოს ქობულეთის „შუქურაში” გამოდიოდა. ანზორ სუხიაშვილიც მცველია და 2013 წლიდან ბათუმის „დინამოში“ თამაშობდა.  ნახევარმცველი გიორგი კორიფაძე გორელებმა საჩხერის „ჩიხურადან“ დაიმატეს, სადაც 4 წელი თამაშობდა.

„დილას“ ბოლო შენაძენი შემტევი ნახევარმცველი გურამ სამუშიაა, რომელმაც ბოლო სეზონი „სამტრედიაში“ გაატარა და 27 მატჩში 5 გოლი გაიტანა.