გორის „დილამ“ ბათუმში მოიგო და ვიცე-ჩემპიონობის შანსი აქვს #1TVSPORT
გორის „დილამ“ ბათუმში მოიგო და ვიცე-ჩემპიონობის შანსი აქვს #1TVSPORT

გორის „დილამ“ ეროვნული ლიგის 35-ე ტურში ბათუმში „დინამო“ 2:0 დაამარცხა და დიდი შანსი აქვს, რომ სეზონი საქართველოს ვიცე-ჩემპიონის რანგში დაასრულოს.

„ბათუმი არენაზე“ გამართულ დაპირისპირებაში გორელებმა ანგარიში 35-ე წუთზე გახსნეს. ტაირელ ვოუტერი მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შევიდა და ზუსტად დაარტყა, საბოლოო ანგარიში კი 48-ე წუთზე ირაკლი ბუღრიძემ დააფიქსირა.

„დილამ“ ამ გამარჯვებით 68 ქულა დააგროვა და მართალია, „იბერიას“ (74) ვეღარ დაეწევა, მაგრამ ქუთაისის „ტორპედოს“ (67 ქულა) გადაასწრო და დიდი შანსი აქვს, 2013 წლის შემდგე მეორედ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდეს.

ტურის ბოლო მატჩი 2 დეკემბერს „კავკასიონი არენაზე“ გაიმართება, სადაც ერთმანეთს აუტსაიდერები დაუპირისპირდებიან – მეცხერადგილოსანი „თელავი“ (31) ბოლოადგილოსან „სამტრედიას“ (30) უმასპინძლებს. ფრის შემტხვევაშიც „თელავი“ პლეი აუტში ითამაშებს, ხოლო „სამტრედია“ ლიგა 2-ში დაქვეითდება.