გორის „დილამ“ ახალწვეულები წარადგინა - გუნდმა პორტუგალიელი პედრო მენდეშის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა #1TVSPORT
გორის „დილამ“ ახალწვეულები წარადგინა - გუნდმა პორტუგალიელი პედრო მენდეშის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა #1TVSPORT

გორის „დილამ“ ახალწვეულები წარადგინა. თუმცა, მანამდე ცნობილი გახდა, რომ გუნდი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა – ერთ-ერთი მათგანი პორტუგალიელი ნახევარმცველი ჟოაო ნობრეგაა, რომელიც კარიერას ჩინეთში გააგრძელებს.

გუნდში ითამაშებს 18 წლის განელი ნახევარმცველი ემანუელ კოფი ბოანსი, რომელიც მანამდე განის ჩემპიონატში თამაშობდა და „დილასთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„დილამ“ საქართველოს 17-წლამდე ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, 16 წლის გიორგი კობახიძე დაიმატა. მან კარიერა რუსეთში „სოჭის“ აკადემიაში დაიწყო, შემდეგ ცსკა-ს ასაკობრივ გუნდში გადავიდა, თუმცა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა და საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში თამაში არჩია.

გორულ კლუბში გააგრძელებს კარიერას 26 წლის მეკარე ლუკა სანიკიძე, რომელმაც კლუბთან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ლუკამ საფეხბურთო კარიერა „იბერიაში“ დაიწყო, შემდეგ „თელავში“ გადავიდა, თამაშობდა ლატვიურ „ლიეპაიაში“, ბოლოს კი სართიჭალის „შტურმში“ გამოდიოდა. სხვადასხვა დროს გახლდათ საქართველოს 20 და 21-წლამდელთა ნაკრების წევრი.

კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა 34 წლის პორტუგალიელი გამოცდილი ცენტრალური მცველის, პედრო მენდეშის ტრანსფერი – მასთან „დილამ“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

პედრო მენდეშმა კარიერა ლისაბონის „სპორტინგში“ დაიწყო, საიდანაც მადრიდის „რეალის“ მეორე გუნდში ჩაირიცხა. ასევე თამაშობდა იტალიის სერია A-სპარმასა“ და „სასუოლოში“, საფრანგეთის ლიგა 1-ის „რენში“ და „მონპელიეში“.

მენდეშს რეგულარულად იძახებდნენ პორტუგალიის ასაკობრივ ნაკრებებში, ეროვნულ გუნდში კი ერთი მატჩი ჩაატარა.