გორის ცხელების ცენტრის სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

09:42, 13.04.2020

გორის ცხელების ცენტრიდან ლაბორატორიაში გაგზავნილი სამივე პაციენტის სინჯების კვლევის შედეგები უარყოფითია, მათ ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

ამასთან, დღეს გორში ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომიდან „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ ქალთან კონტაქტში მყოფი ექვსი პირის კვლევის შედეგებს ელოდებიან. ისინი გუშინ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

30 წლის ქალი, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, ოჯახთან ერთად აგარაკზე გომში იმყოფებოდა.

მსგავსი