გორის მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა
გორის მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა

გორის მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც პირველ არხს სკოლის დირექტორმა ეკა ხუციშვილმა განუცხადა, ორი მეცხრეკლასელი ერთმანეთს შეეჯახა და ერთ-ერთი მოსწავლე დაშავდა.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადასთან ერთად მანდატურებმა საპატრულო პოლიციაც გამოიძახეს, თუმცა სკოლის დირექტორი მიიჩნევს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ გამოიძახეს მანდატურებმა სამართალდამცველები.

მანდატურებმა პირველ არხს განუცხადეს, რომ გაკვეთილებს შორის შესვენების დროს, მეცხრეკლასელ ბიჭებს შორის მოხდა მცირე კამათი.

„სკოლის საპირფარეშოში მეცხრეკლასელები წყლით თამაშობდნენ, რა დროსაც მათ შორის მოხდა კამათი, ერთ ბავშვს ატკივდა გვერდი და ამიტომ გამოვიძახეთ სასწრაფო“, – განაცხადა მანდტურმა.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, სკოლაში სამართალდამცველები იმყოფებიან და ამ წუთებში სკოლის მოსწავლეების გამოკითხვა მიმდინარეობს.