გორიდან პორტუგალიაში - დავით კერესელიძეს „ეშტრელა ამადურა“ იწვევს #1TVSPORT
გორის „დილასა“ და საქართველოს ნაკრების მეკარე დავით კერესელიძე, სავარაუდოდ, „ეშტრელა და ამადორაში“ ითამაშებს – ინფორმაციას Jftransfers-ი ავრცელებს.
ვილი სანიოლმა გორის „დილას“ 25 წლის მეკარე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ივნისის ამხანაგურ შეხვედრებში გამოიძახა და სადებიუტო შეხვედრა ფარერების კუნძულების ნაკრებთან ჩაატარა, სადაც დამატებულ წუთებზე გიორგი ლორია შეცვალა.
დავით კერესელიძეს ეროვნულ ლიგაში დებიუტი „ცხინვალში“ ჰქონდა. ასევე უთამაშია „გაგრაში“, „დინამო თბილისში“, ხოლო გორის „დილაში“ 2024 წელს გადავიდა.
სამენჯერო ინტერნეტპორტალი Transfermarkt-ი დავით კერესელიძის ტრანსფერს 350 ათას ევროდ აფასებს.