გორიდან გაუჩინარებული 16 წლის გოგონა ნაპოვნია

10:18, 27.12.2019

გორიდან გაუჩინარებული 16 წლის გოგონა ნაპოვნია და უკვე თავშესაფარს დაუბრუნდა. გოგონას ადგილსამყოფელი სამართალდამცველებისთვის გუშინ უკვე იყო ცნობილი. ის თავშესაფარში დღეს დილით დააბრუნეს.

შსს ინფორმაციით, არასრულწლოვანი თავს კარგად გრძნობს. ეს არ იყო მოზარდის გაქცევის პირველი შემთხვევა.

მსგავსი