პოლონეთში, ქალაქ გროჯისკში მიმდინარე ტურნირზე ქართველი ჩოგბურთელი წარმატებით ასპარეზობს.
ეკატერინე გორგოძე (WTA:185) ნახევარფინალში ფრანგ ტესა ანდრიანჯაფიტრიმოს (WTA:226) შეხვდა და მძიმე, ხანგრძლივ დაპირისპირებაში, სამ სეტში დაამარცხა – 4:6; 7:5; 6:4.
ფინალური მატჩი ხვალ გაიმართება, რომელშიც გორგოძე ასევე ფრანგ ჩოგბურთელს, რეიტინგის 249-ე ნომერს, ქლოი პაკეს შეხვდება.