გორგოძე პოლონეთში მიმდინარე ITF-ის ტურნირის ფინალშია #1TVSPORT

19:16, 31.07.2021

პოლონეთში, ქალაქ გროჯისკში მიმდინარე ტურნირზე ქართველი ჩოგბურთელი წარმატებით ასპარეზობს.

ეკატერინე გორგოძე  (WTA:185) ნახევარფინალში ფრანგ ტესა ანდრიანჯაფიტრიმოს (WTA:226) შეხვდა და მძიმე, ხანგრძლივ დაპირისპირებაში, სამ სეტში დაამარცხა – 4:6; 7:5; 6:4.

ფინალური მატჩი ხვალ გაიმართება, რომელშიც გორგოძე ასევე ფრანგ ჩოგბურთელს, რეიტინგის 249-ე ნომერს, ქლოი პაკეს შეხვდება.

მსგავსი