გორგოძე ჰეხინგენის ტურნირის ჩემპიონია
გორგოძე ჰეხინგენის ტურნირის ჩემპიონია

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე გერმანიის ქალაქ ჰეხინგენის ტურნირის ტრიუმფატორი გახდა. მან ფინალში მსოფლიოს 182-ე ჩოგანი, გერმანელი ლაურა ზიგემუნდი დაამარცხა.

პირველ სეტში გორგოძე ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა – როგორც მოწოდებაზე, ასევე მიღებაზე. თავის ოთხ გეიმში ქართველმა მხოლოდ ოთხი ქულა წააგო, მეტოქის გეიმებში კი ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ორი ბრეიკი შეასრულა.

მეორე სეტის სტარტზე გორგოძეს პირველად შეექმნა პრობლემები საკუთარ მოწოდებაზე, მაგრამ მოახერხა ორი ბრეიკ-პოინტის მოგერიება, მომდევნო გეიმში კი მესამე ბრეიკი შეასრულა და ტიტულს მიუახლოვდა. თუმცა, იქვე ზიგემუნდმა უკუბრეიკი მიითვალა, რასაც ქართველის კიდევ ერთი ბრეიკი მოჰყვა.

ეს გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა – გორგოძემ ზედიზედ სამი გეიმი აიღო და საათსა და 18 წუთში 6:2, 6:1 მოიგო.

ეს გორგოძის კარიერაში ITF-ის სერიის მე-14 ტიტულია. ამ მომენტისთვის, ქართველს 9-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.