„გორგიას“ კომერციული დირექტორი - წერტილოვანი დარტყმებით უფრო რეალური ბრძოლა შეიძლება  ვირუსთან
„გორგიას“ კომერციული დირექტორი - წერტილოვანი დარტყმებით უფრო რეალური ბრძოლა შეიძლება ვირუსთან

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და პროდუქტიული შეხვედრა იყო, განვიხილეთ, არსებული  ვითარებიდან გამომდინარე, წერტილოვანი შეზღუდვების უფრო გამკაცრება, – ამის შესახებ ჰიპერმარკეტების ქსელ  „გორგიას“ კომერციულმა დირექტორმა, დავით აზმაიფარაშვილმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა ბაზრობების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ წერტილოვანი დარტყმებით უფრო რეალური ბრძოლა შეიძლება ვირუსთან და  ბიზნესსაც, განსაკუთრებით საცალო სექტორის ბიზნესს და მოსახლეობას მეტი შეღავათი ჰქონდეს, სიტუაციას მეტ-ნაკლებად გავუმკლავდეთ და დადებითი შედეგებით გამოვიდეს ქვეყანაც და ეკონომიკაც.

„შეხვედრას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ბიზნესისთვის შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ როდესაც დაგეგმილად აკეთებ, თუნდაც შემზღუდავ ღონისძიებებს, უფრო დადებით შედეგს იღებ, ვიდრე მეორე დღეს  გამოაცხადებენ, რომ ახალი შეზღუდვა შემოდის. ასეთ შეხვედრებს მივესალმებით და მოხარულები ვიქნებით, რომ ასეთ რიტმში გაგრძელდეს“, – განაცხადა დავით აზმაიფარაშვილმა.

დატოვე კომენტარი