გორგასლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

12:48, 26.03.2019

თბილისში, გორგასლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 30 კვ/მ ფართობი. ადგილზე მუშაობს სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

მსგავსი