Google საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

00:28, 26.05.2018

კორპორაცია Google საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ე.წ. დუდლით ულოცავს.

საიუბილეო ბანერი საქართველოს დროშას და მთიან პეიზაჟს ასახავს. საქართველოდან Google-ზე შესულ მომხმარებელს 26 მაისის დღეზე ინფორმაციის „დაგუგლვა“ ავტომატურად შეუძლია.

ასეთი ფორმით Google სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღეს და სხვა მნიშვნელოვან თარიღებს ულოცავს.

მსგავსი