Google საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
Google საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

კორპორაცია Google საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 103 წლის იუბილეს ე.წ. დუდლით ულოცავს.

საიუბილეო ბანერზე საქართველოს დროშაა გამოსახული.

საქართველოდან Google-ზე შესულ მომხმარებელს 26 მაისის დღეზე ინფორმაციის „დაგუგლვა“ ავტომატურად შეუძლია.

ასეთი ფორმით Google სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღეს და სხვა მნიშვნელოვან თარიღებს ულოცავს.