Google-მა უსაფრთხოების ახალი ფუნქცია დაამატა
Google-მა უსაფრთხოების ახალი ფუნქცია დაამატა

Google-მა უსაფრთხოების ახალი ფუნქცია დაამატა, რომელიც 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, ან მათ მშობლებს საშუალებას აძლევს, კომპანიის საძიებო შედეგებიდან საკუთარი ფოტოების ამოღება მოითხოვონ.

„18 წლამდე პირს, მის მშობელს, ან მეურვეს ახლა შეუძლია, მოითხოვოს ფოტოების წაშლა ძიების შედეგებიდან“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ წაშლის შემთხვევაში, ფოტოები „სურათების განყოფილებაში“ აღარ გამოჩნდება, მაგრამ ინტერნეტიდან მათ სრულ ამოღებაზე საუბარი არ არის.

კომპანიის ცნობით, ეს ინოვაცია ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას, უკეთესად შეძლონ საკუთარი „ელექტრონული კვალის“ გაკონტროლება.