გონსალო იგუაინმა არგენტინის ნაკრები დატოვა
გონსალო იგუაინმა არგენტინის ნაკრები დატოვა

ლონდონის „ჩელსის“ ფორვარდმა გონსალო იგუაინმა არგენტინის ნაკრებიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა.

„ჩემი ციკლი ნაკრებში დასასრულს მიუახლოვდა. უკვე ველაპარაკე ლიონელ სკალონის და ავუხსენი ჩემი პოზიცია. გადაწყვეტილება მივიღე და ვფიქრობ, ის სწორია. ახლა მინდა, დავტკბე თავისუფალი დროით და ის ოჯახთან ერთად გავატარო”, – მოჰყავს 31 წლის ფორვარდის სიტყვები „ფოქს სპორსტს“ (Fox Sports).

არგენტინის ნაკრების რიგებში იგუაინმა 75 მატჩი ჩაატარა, 31 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.