გონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა
გონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ორხვში გონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა.

„მოეწყო დროებითი ფარდული და საყოფაცხოვრებო დანიშნულების დროებითი ხის შენობა. ტაძრის ირგვლივ მოეწყო არაინვენტარული ხის ხარაჩოები, წყლის სამარაგე რეზერვუარი. გრუნტში ამოიჭრა ორმო და მოხდა კირის ჩაქრობა და ორმოს შევსება. ინტერიერში მოეწყო სივრცული ძალოვანი ხის ხარაჩო, ასევე ძალოვან ხარაჩოზე მოეწყო კამარის ქარგილი. მოიფიცრა ხის ქარგილები კამარის აღსადგენად. გარდა ამისა, გაუთვალისწინებელი სამუშაოების მიხედვით, კამარის დესტრუქტირებული და დაზნექილი ფრაგმენტის დასაშლელად გაიმართა დროებითი ძალოვანი ხარაჩოები, კამარის ამ ფრაგმენტის დასაშლელად შეიქმნა დროებითი ქარგილები, მოხდა აღნიშნული ქარგილების მოფიცვრა და ფიქსირება“, – აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში.