გონიოში, ერთ-ერთ სასტუმროში საკარანტინო ზონის მოწყობა რამდენიმე ადგილობრივმა გააპროტესტა
გონიოში, ერთ-ერთ სასტუმროში საკარანტინო ზონის მოწყობა რამდენიმე ადგილობრივმა გააპროტესტა

გონიოში, ერთ-ერთ სასტუმროში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საკარანტინო ზონის მოწყობა რამდენიმე ადგილობრივმა გააპროტესტა. ისინი აცხადებდნენ, რომ დასახლებულ პუნქტში საკარანტინო ზონა მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. აქციის მონაწილეებმა საკარანტინო ზონის გადატანა მოითხოვეს.

ადგილზე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები მივიდნენ და აქციის მონაწილეებს დეტალურად განუმარტეს, რომ საკარანტინო ზონა მათ საფრთხეს არ უქმნის. ამის შემდეგ აქცია დაიშალა.

საკარანტინო ზონა გონიოში დღეს ამოქმედდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, საკარანტინო ზონაში დაკვირვების მიზნით საქართველოს 30 მოქალაქე განათავსეს, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების რისკის ქვეყნებიდან დაბრუნდნენ, თუმცა არც ერთ მათგანს ჯერ საეჭვო სიმპტომი არ აღენიშნება.

დატოვე კომენტარი