გონიოში დაკარგული ხუთი წლის ბავშვი იპოვეს
გონიოში დაკარგული ხუთი წლის ბავშვი იპოვეს

გონიოში დაკარგული ხუთი წლის ბავშვი იპოვეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მოქალაქეებმა მცირეწლოვანი სასტუმრო „სანსეტის“ მიმდებარედ იპოვეს და მაშველების დახმარება არ გახდა საჭირო.

უწყების ცნობით, ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.