„გონიო“ სრულად დაკომპლექტდა - ლიგა 4-ის გუნდს ამბიციური მიზნები აქვს # 1TVSPORT
საფეხბურთო კლუბმა, „გონიომ“ დაკომპლექტება დაასრულა და ლიგა 4-ის კვალობაზე საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა შეკრიბა.
გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ეროვნულ ლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვთ, „დინამო თბილისსა“ და ბათუმის „დინამოში“ საქართველოს ჩემპიონობა უზეიმიათ და საქართველოს ნაკრებშიც უთამაშიათ.
„გონიოს“ ამბიციური მიზნები აქვს – გუნდი ლიგა 3-ში გადასვლას და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში თამაშს გეგმავს.
მეკარეები: რომა ტაკიძე, ზურა ფუტკარაძე;
მცველები: მირზა ფარტენაძე, დავით სამსონია, დავით მოსიძე, ბექა მახარაძე, ნოდარ იაშვილი, საბა კუპრავა;
ნახევარმცველები: ბექა ვარშანიძე, დიმა მარგველაშვილი, კახა მახარაძე, ვალერიან თევდორაძე, თეიმურაზ კეპულაძე, გიგა დარჩიძე, ლუკა მახარაძე;
თავდამსხმელები: ლევან ინგოროყვა, კახა კახაბრიშვილი, გიორგი ჩელებაძე, ზურაბ ბერიძე, საბა შალიკაშვილი, დავით ნაკაშიძე.
მთავარი მწვრთნელი: ამირან გოგიტიძე
მწვრთნელის ასისტენტი: მიხეილ კაკალაძე; მეკარეების მწვრთნელი: იური მამინაშვილი
სპორტული დირექტორი: ირაკლი ბერიძე