„გონიოს“ პრეზიდენტი - საქართველოს თასის ფინალში გასასვლელად ვემზადებით #1TVSPORT
„გონიოს“ პრეზიდენტი - საქართველოს თასის ფინალში გასასვლელად ვემზადებით #1TVSPORT

„გონიოს“ პრეზიდენტმა, დავით დოლიძემ კლუბის გეგმებსა და ამბიციებზე ისაუბრა და კიდევ უფრო გაძლიერების სურვილი გამოთქვა. ამავე დროს, დააფიქსირა, რომ „ნიკოლშოუმ“ კლუბის ჰიმნი დაწერა.

„გუნდი ჩვენი კუთხის შვილებმა სულ რაღაც სამი წლის წინ ჩამოვაყალიბეთ, დღეს კი უკვე პროფესიული კლუბი ვართ. სპორტული მიმართულების გარდა, უკვე გამართულად მუშაობს მენეჯმენტი, რომლის დამსახურებითაც წარმატებულად მიმდინარეობს კლუბის სამართლებრივი, ფინანსური თუ ლიცენზირების საკითხების მოგვარება.

ბევრი ნერვიულობის, ბევრი შემაფერხებელი ბარიერისა თუ დაბრკოლებების ფონზე მაინც შევძელით, რომ საუკეთესო გუნდი გვყოლოდა, ჩვენ სერიოზულად ვემზადებით საქართველოს თასის ფინალში გასასვლელად. „გონიო“ ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია და ეს ყველაფერი პირველივე ტურიდან გამოჩნდება.

ჩვენი დიდი სურვილია, 2023 წელი „გონიოსთვის“ წაუგებელი სერიისა და რეკორდების მოხსნის წელი იყოს. ჩემპიონატის მეორე წრეში კიდევ რამდენიმე ტრანსფერს განვახორციელებთ და დასახული მიზანის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კლუბმა მოიგოს ლიგა 4-ის ჩემპიონატი და თასის ფინალში გასვლისთვის ვიბრძოლოთ“, – აცხადებს „გონიოს“ პრეზიდენტი.