ეროვნულ ლიგა 3-ში დაწინაურებულ „გონიოში“ დიდი საკადრო ცვლილებები დაიწყო. გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელი, სავაშ დემირალი დაინიშნა, რომელსაც ძველი შემადგენლობიდან ბევრი ლიდერი აღარ დახვდება.
თურქი სპეციალისტის მოსვლამდე საფეხბურთო კლუბი „გონიო“ მთავარმა მწვრთნელმა, ნიკა საბანაძემ დატოვა, რომლის ხელმძვანელობითაც გუნდი ლიგა 3-ში დაწინაურდა – ინფორმაციას „გონიოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
გუნდიდან წავიდნენ დავით სამსონია, ზურაბ ბერიძე, კახა მეშველიანი, ნოდარ იაშვილი და გუნდის კაპიტანი ვაკო თევდორაძე, რომელიც კარიერას ქედის „ბეთლემში“ გააგრძელებს.