გომში პოლიციის შენობის მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი დააფინანსებს

15:51, 02.03.2018

შიდა ქართლში, ხაშურის რაიონის სოფელ გომში პოლიციის ახალი შენობა აშენდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 638 ათასი ლარია, რომელსაც საქართველო ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის ფარგლებში მიიღებს.

სამშენებლო ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა დღეს გამოაცხადა. განაცხადების მიღება 2 აპრილამდე იწარმოებს. მშენებლობა კი, 150-დღიან ვადაში უნდა დასრულდეს.

მსგავსი