გომის თემის სოფელ ხიდისყურში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა
გომის თემის სოფელ ხიდისყურში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა

ხაშურის პუნიციპალიტეტში, გომის თემის სოფელ ხიდისყურში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. პაციენტი ახალგაზრდა ქალია, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული 30 წლის ქალის მეზობელი და ნათესავია. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ცენტრში დაუდასტურეს.

სოფელ გომში ახალი კორონავირუსი ერთ პირს გუშინ დაუდგინდა. ის ოჯახთან ერთად აგარაკზე გომში იმყოფებოდა. „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ ქალთან კონტაქტში მყოფი კიდევ ხუთი პირის ანალიზის პასუხები კორონავირუსზე უარყოფითია.

სულ შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში ცხრა ნიმუში იყო გაგზავნილი. აქედან „კოვიდ-19″ დაუდასტურდა ერთს.