გომის მთაზე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
გომის მთაზე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

გომის მთაზე მამაკაცი გარდაიცვალა. იგი 40 წლამდეა და სოფელ ანასეულის მკვიდრია.

წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარი ავტომობილით გომის მთის დასაწყისში, გზიდან ხევში გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო სამსახურია და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო და სსკ 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.