გომისმთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა
გომისმთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები კლინიკებში გვიან ღამით ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მოინახულა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ბათუმსა და ჩხოროწყუში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 11 პაციენტია მოთავსებული.
გომისმთაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 20-მდე კი დაშავდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, სამგზავრო მიკროავტობუსი გომისმთიდან ოზურგეთის მიმართულებით მიდიოდა და გზიდან გადავარდა. მათივე ცნობით, დაღუპულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.