ავარიის დროს დაშავებულების მოსანახულებლად თელავის კლინიკაში გიორგი გახარია მივიდა
ავარიის დროს დაშავებულების მოსანახულებლად თელავის კლინიკაში გიორგი გახარია მივიდა

გომბორზე ავარიის დროს დაშავებულების მოსანახულებლად თელავის რეფერალურ კლინიკაში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

გიორგი გახარია პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად გაეცნობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გომბორზე ავარიის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა.

გამოძიების პირველადი ვერსიით, გომბორის უღელტეხილზე სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.