გომბორის უღელტეხილზე, ავტოავარიის შედეგად დაშავებულ ერთ- ერთ მოზარდს ქირურგიული ოპერაცია უტარდება
გომბორის უღელტეხილზე, ავტოავარიის შედეგად დაშავებულ ერთ- ერთ მოზარდს ქირურგიული ოპერაცია უტარდება

გომბორის უღელტეხილზე, ავტოავარიის შედეგად დაშავებულ ერთ- ერთ მოზარდს ქირურგიული ოპერაცია უტარდება. როგორც რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა განაცხადა, მოზარდს აღენიშნებოდა მუცლის ღრუში ნაწლავის დაზიანება და სითხის წარმოქმნა, რის გამოც გადაუდებელი ოპერაცია გახდა საჭირო.

„თბილისში რეანომობილით უკვე  ხუთი დაშავებულია გადაყვანილი. საავადმყოფოს ინტენსიურ განყოფილებასა და რეანიმაციაში ოთხი პაციენტი რჩება. აქედან ცოტა ხანში ორს თბილისში გადავიყვანთ. დანარჩენი დაშავებულები დაზიანების მიხედვით შესაბამისი პროფილის განყოფილებებში არიან მოთავსებული”,- განაცხადა ხათუნა ჭონიაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს გომბორზე, ავარიის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა.

გამოძიების პირველადი ვერსიით, გომბორის უღელტეხილზე სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.