გომბორის უღელტეხილზე ავარიის დროს დაშავებულები თელავის საავადმყოფოში გადაყავთ

12:36, 09.06.2018

გომბორის უღელტეხილზე ავარიის დროს დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყავთ.

როგორც პირველ არხს საავადმყოფოს ხელმძღვანელმა განუცხადა, მათ სამედიცინო დაწესებულებაში ოთხ დაშავებულს ელოდებიან.

შსს-ს ინფორმაციით, ავარიის დროს ორი არასრულწლოვანი დაიღუპა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, დაღუპულია ოთხი ადამიანი. შსს ამ დროისთვის მხოლოდ ორის გარდაცვალებას ადასტურებს.

გომბორის უღელტეხილზე სამარშრუტო ტაქსი ხევში გადავარდა.

არსებული ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსს თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე მიჰყავდა.

მსგავსი