„გოლი+პასი“ სისტემით საუკეთესო ფეხბურთელების რეიტინგს ლიონელ მესი ლიდერობს
„გოლი+პასი“ სისტემით საუკეთესო ფეხბურთელების რეიტინგს ლიონელ მესი ლიდერობს

პოპულარულმა პორტალმა GiveMeSport-მა 2000 წლიდან მოყოლებული შეადგინა საუკეთესო მოთამაშეების სია „გოლი+პასი“ სისტემით.

რეიტინგს სათავეში უდგას „ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი, რომელსაც დღეისთვის 700 გოლი და 315 შედეგიანი პასი აქვს. მეორე ადგილზე მისი მთავარი მეტოქე კრიშტიანო რონალდოა 728 გოლითა და 258 შედეგიანი გადაცემით.

ბოლო 20 წელიწადში საუკეთესო მოთამაშეების TOP10 „გოლი+პასი“ სისტემით:

1. ლიონელ მესი – 1015 (700 გოლი, 315 პასი, 862 მატჩი)

2. კრიშტიანო რონალდო – 986 (728+258, 1005)

3. ზლატან იბრაჰიმოვიჩი – 717 (521+196, 860)

4. ლუის სუარესი – 714 (459+255, 714)

5. რობერტ ლევანდოვსკი – 600 (466+134, 698)

6. ტიერი ანრი – 559 (369+190, 716)

7. სერხიო აგუერო – 545 (414+131, 733)

8. უეინ რუნი – 543 (364+179, 864)

9. სამუელ ეტო’ო – 524 (408+116, 805)

10. ქარიმ ბენზემა – 513 (337+176, 735)