გოლი პაოკ-ის კარში - „ლამია“ არაბულის გოლმა ვერ გადაარჩინა [ვიდეო] #1TVSPORT
ბაჩანა არაბულმა საბერძნეთში მორიგი გოლი გაიტანა, მაგრამ მისმა გუნდმა, „ლამიამ“ ქულის გადარჩენა ვერ მოახერხა.
საბერძნეთის სუპერლიგის მე-13 ტურში ქართველი თავდამსხმელის გუნდი კონფერენს-ლიგის პლეიოფში გასულ სალონიკის პაოკ-ს ესტუმრა, რომელიც ჩემპიონატის საუკეთესო ოთხეულშია.
მატჩში მე-7 წუთზე ანგარიში არაბულმა გახსნა, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა და პაოკ-ის კარი აიღო. თუმცა ამის შემდეგ „ლამიამ“ ორი გოლი გაუშვა – ანგარიში ლეფტერის ლირაცისმა (18) გაათანაბრა, მასპინძლებს კი გამარჯვება ჯასმინ კურტიჩმა (64) მოუტანა – 2:1.
27 წლის თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა და 45-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. არაბულმა მიმდინარე ჩემპიონატში ჩატარებულ 10 შეხვედრაში მესამედ გაიტანა. „ლამია“ კი 14-გუნდიან ჩემპიონატში 10 ქულით მე-12 პოზიციაზეა.
ბაჩანა არაბული „ლამიადან“ სეზონის დასრულების შემდეგ წამოვიდა, რადგან გუნდს ფინანსურ საკითხებზე ვერ შეუთანხმდა. მაგრამ სეზონის მსვლელობისას გუნდმა ქართველ თავდამსხმელთან შეთანხმება მაინც მოახერხა და ბაჩანა დაიბრუნა. ჩემპიონატის 13 ტურიდან სამი გამოტოვა.