გოლი პაოკ-ის კარში – „ლამია“ არაბულის გოლმა ვერ გადაარჩინა [ვიდეო] #1TVSPORT

01:47, 13.12.2021

ბაჩანა არაბულმა საბერძნეთში მორიგი გოლი გაიტანა, მაგრამ მისმა გუნდმა, „ლამიამ“ ქულის გადარჩენა ვერ მოახერხა.

საბერძნეთის სუპერლიგის მე-13 ტურში ქართველი თავდამსხმელის გუნდი კონფერენს-ლიგის პლეიოფში გასულ სალონიკის პაოკ-ს ესტუმრა, რომელიც ჩემპიონატის საუკეთესო ოთხეულშია.

მატჩში მე-7 წუთზე ანგარიში არაბულმა გახსნა, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა და პაოკ-ის კარი აიღო. თუმცა ამის შემდეგ „ლამიამ“ ორი გოლი გაუშვა – ანგარიში ლეფტერის ლირაცისმა (18) გაათანაბრა, მასპინძლებს კი გამარჯვება ჯასმინ კურტიჩმა (64) მოუტანა – 2:1.

27 წლის თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა და 45-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. არაბულმა მიმდინარე ჩემპიონატში ჩატარებულ 10 შეხვედრაში მესამედ გაიტანა. „ლამია“ კი 14-გუნდიან ჩემპიონატში 10 ქულით მე-12 პოზიციაზეა.

ბაჩანა არაბული „ლამიადან“ სეზონის დასრულების შემდეგ წამოვიდა, რადგან გუნდს ფინანსურ საკითხებზე ვერ შეუთანხმდა. მაგრამ სეზონის მსვლელობისას გუნდმა ქართველ თავდამსხმელთან შეთანხმება მაინც მოახერხა და ბაჩანა დაიბრუნა. ჩემპიონატის 13 ტურიდან სამი გამოტოვა.

მსგავსი