ქართველის დუბლი უნგრეთში - ბერიძემ „უიპეშტს“ მოაგებინა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი ბერიძემ „უიპეშტში“ მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა. უნგრეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში ქართველმა თავდამსხმელმა „პაკშის“ წინააღმდეგ დუბლი შეასრულა და გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

24 წლის ქართველმა თავადამსხმელმა შეხვედრა „უიპეშტის“ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 82 წუთი ითამაშა. მისი გუნდი მიმდინარე სეზონში ცუდად გამოდის, ბოლო ადგილზეა და თითოეულ გამარჯვებას დიდი ფასი აქვს.

უიპეშტი“, რომელიც მასპინძელი იყო, მდევრის როლში აღმოჩნდა, რადგან ანგარიში „პაკშმა“ გახსნა. გიორგი ბერიძემ ანგარიში მე-7 წუთზე ეფექტური გოლით გაათანაბრა – მახვილი კუთხიდან მეკარეს ორიგინალურად დაურტყა.

მასპინძლებმა ტაიმის ბოლომდე კიდევ ორი გაიტანეს და 3:1 დაწინაურდნენ. 43-ე წუთზე, ბერიძე მეკარესთან პირისპირ გავიდა და მეტოქის კარი მეორედ აიღო. ამით რეალურად „პაკშის“ წინააღმდეგობა გატეხა და საბოლოოდ, „უიპეშტმა“ 4:3 მოიგო.

ქართველის გუნდი უნგრეთის ჩემპიონატში 17 ქულით მე-10 ადგილზეა. გიორგიმ კი უნგრეთის ჩემპიონატში 12 მატჩიში 5 გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.