კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლოსწინა, 35-ე ტურში ბევრი გოლი გავიდა, მაგრამ განსაკუთრებით გამორჩეული იყო გოლი, რომელიც ივანწმინდას სტადიონზე თორნიკე გორგიაშვილმა გაიტანა.
საჩხერის „ჩიხურა“ „საბურთალოს“ მასპინძლობდა და ანგარიში შეხვედრის მე-17 წუთზე გაიხსნა, როდესაც მოქმედი ჩემპიონი გორგიაშილმა დააწინაურა – თბილისელთა ნახევარმცველმა კუთხური შეასრულა, ბურთი პირდაპირ „ჩიხურას“ კარის ბადეში ჩააახვია და ულაზამესი გოლის ავტორი გახდა (იხილეთ ვიდეო 26:40-დან).
საბოლოოდ, „საბურთალომ“ უპირატესობა კიდევ უფრო განამტკიცა და შეხვედრა 1:3 მოიგო.