ვაკო გვილიამ თავის ახალ პოლონურ გუნდში საგოლე ანგარიში გახსნა და ვარშავის „ლეგიას“ გამარჯვება მოუტანა.
ვარშაველები პოლონეთის ექსტრაკლასას მე-2 ტურში, გასვლაზე კელჩეს „კორონას“ შეხვდნენ. მასპინძელთა რიგებში ვატო არველაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს.
61-ე წუთზე „ლეგიაში“ გვილია გამოჩნდა, რომელიც ძალიან აქტიური იყო. მისი გადაცემით 90-ე წუთზე ვარშაველთა მცველს, იგორ ლეშჩუკს თავისიანების დაწინაურება შეეძლო, მაგრამ ვერ შეძლო.
სამაგიეროდ, 90+4-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო და თამაში მთავრდებოდა, მასპინძელთა კარში გადამწყვეტი გოლი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გაიტანა. ფლანგური გადაცემის დროს გვილია საჯარიმოში ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე აღმოჩნდა, „კორონას“ კარი აიღო და ვარშაველებს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა – 2:1.