მაცხოვრის აღდგომის ტაძარში გარდამოხსნის რიტუალი მიმდინარეობს
მაცხოვრის აღდგომის ტაძარში გარდამოხსნის რიტუალი მიმდინარეობს

მაცხოვრის აღდგომის ტაძარში მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნის რიტუალი მიმდინარეობს.

მსახურებას იერუსალიმის პატრიარქი მღვდელმთავრებთან ერთად ატარებს.

გარდამოხსნა იმ ადგილზეა დასვენებული, სადაც სახარების თანახმად გოლგოთას მთაზე მაცხოვარი ჯვარს აცვეს.

მსახურების შემდეგ, ტაძარი ჩაიკეტება. შაბათს ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდება.