„გოლდენ სტეიტში“ დემარკუს კაზინსი გადადის
„გოლდენ სტეიტში“ დემარკუს კაზინსი გადადის

NBA-ის მოქმედმა ჩემპიონმა „გოლდენ სტეიტმა“ და თავისუფალმა აგენტმა დემარკუს კაზინსმა ერთწლიან კონტრაქტზე მოილაპარაკეს, რომლის მიხედვითაც, კალათბურთელი 5.3 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, – წერს ESPN-ის მიმომხილველი ედრიან ვოინაროვსკი.

27 წლის ცენტრი კარიერის გაგრძელების ვარიანტს „გოლდენ სტეიტსა“ და „ბოსტონს“ შორის ირჩევდა.

კაზინსს იანვრის შემდეგ აქილევსის მყესის გაწყვეტის გამო არ უთამაშია და ამ მიზეზით „ნიუ ორლეანში“ სეზონის მეორე ნაწილი გამოტოვა. კალათბურთელი რეაბილიტაციის კურსს ლას ვეგასში გადის და მზად საწვრთნელი ბანაკის დასაწყისისთვის იქნება.