„გოლდენ სტეიტმა“ სტუმრად მოიგო, ფაჩულია ორმაგი დუბლის ზღვარზე
„გოლდენ სტეიტმა“ სტუმრად მოიგო, ფაჩულია ორმაგი დუბლის ზღვარზე

დღეს დილით ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩები ჩატარდა. დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია გოლდენ სტეიტ „უორიორზმა“. მოქმედმა ჩემპიონმა „არკო არენაზე“ ლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერი, საკრამენტოკინგზი“ 119-104 დაამარცხა.

შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა სტუმართა ქართველმა ლეგიონერმა, ზაზა ფაჩულიამ. საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კვლავ ძირითად ხუთეულში დაიწყო და 21 წუთში: რვა ქულა და 13 მოხსნა მიითვალა აქტივში.

აღსანიშნავია, რომ ოკლენდელებმა თამაშის ოთხივე მეოთხედი მოუგეს მეტოქეს. საუკეთესო გამარჯვებულთა შორის კევინ დიურანტი იყო, რომელმაც 33 ქულა, ექვსი პასი და ოთხი მოხსნა გააკეთა.

სტეფ კარის ანგარიშზე 23 ქულა დაფიქსირდა. მიმდინარე სეზონში ეს გოლდენ სტეიტისთვის 41-ე გამარჯვება გამოდგა. სტივ კერის გუნდი მთლიანად რეგულარულის ლიდერად რჩება. მომდევნო ტურში „უორიორზი“ ასევე სტუმრად დენვერნაგეტსის“ წინააღმდეგ ითამაშებს.

ბრუკლინი-ლეიკერსი 99-102
ფილადეფლია-მაიამი 103-97
ტორონტო-პორტლენდი 130-105
შარლოტი-ინდიანა 133-126
ბოსტონი-ატლანტა 119-110
მილუოკი-ნიუ იორკი 92-90
ოკლაჰომა-ნიუ ორლეანსი 100-114
ფინიქსი-იუტა 97-129