„გოლდენ სტეიტმა“ სეზონი დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
„გოლდენ სტეიტმა“ სეზონი დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) დაიწყო პლეი ინის ეტაპი. გაირკვა დასავლეთ კონფერენციაში პლეი ოფის მეშვიდე მონაწილე. ეს არის „ლეიკერსი“, რომელმაც სტუმრად მოუგო „ნიუ ორლეანს“. გარდა ამისა, ერთმანეთში ითამაშეს დასავლეთის მეცხრე და მეათე გუნდებმა და „საკრამენტომ“ შინ დაამარცხა „გოლდენ სტეიტი“ – 118:94, რითიც „უორიორზმა“ ნაადრევად დაასრულა სეზონი.

„გოლდენ სტეიტის“ ლიდერმა, სტეფენ კარიმ 22 ქულა დააგროვა, ხოლო მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო კიგან მიურეი (საკრამენტო) 32 ქულითა და ცხრა მოხსნით.

ახლა „საკრამენტო“ სტუმრად შეხვდება „ნიუ ორლეანს“ და ამ მატჩში გაირკვევა დასავლეთიდან პლეი ოფის ბოლო მონაწილე, რომელიც პირველ რაუნდში კონფერენციის ჩემპიონს, „ოკლაჰომას“ შეხვდება.

 

საკრამენტო-გოლდენ სტეიტი 118:94 (31:22, 23:28, 37:26, 27:18)

: მიურეი (32+9 მოხსნა), ფოქსი (24+6 პასი), ბარნსი (17), საბონისი (16+12 მოხსნა+7 პასი), ელისი (15) – სასტარტო; ლაილსი (7), მიტჩელი (5), მაკგი (2).

გ-ს: კარი (22), უიგინსი (12), გრინი (12+6 პასი), ჯექსონ-დევისი (2), ტომპსონი (0) – სასტარტო; კუმინგა (16+7 მოხსნა), მუდი (16), პოძიემსკი (5+8 მოხსნა), კინიონესი (4), პოლი (3), ლუნი (2).