„გოლდენ სტეიტის“ გამარჯვება „ჰიუსტონთან“
„გოლდენ სტეიტის“ გამარჯვება „ჰიუსტონთან“

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დღეს რეგულარული სეზონის ორი შეხვედრა გაიმართა. „ტოიოტა ცენტრში“ ერთმანეთს დასავლეთ კონფერენციის ლიდერები ჰიუსტონ „როკეტსი“ და გოლდენ სტეიტ „უორიორზი“ დაუპირისპირდნენ.

სტუმართა შორის სასტარტო შემადგნელობაში იყო ზაზა ფაჩულია. ქართველმა კალათბურთელმა თამაში ექვსი ქულით დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა ჯეიმს ჰარდენის გარეშე ითამაშეს. გუნდის ლიდერს ფეხის მცირე ტრავმა აწუხებს.

თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, გოლდენ სტეიტმა მეორე ტაიმში მოიპოვა უპირატესობა და, საბოლოოდ, ათქულიანი სხვაობით, 124-114 გაიმარჯვა. „უორიორზსს“ სტეფ კარიმ და დრეიმონდ გრინმა ულიდერეს 29-29 ქულით.

მასპინძელთა შემადგენლობაში ერიკ გორდონი იყო საუკეთესო 30 ქულით. 28 ქულა ცხრა შედეგიანი გადაცემა და შვიდი მოხსნა მოაგროვა კრის პოლმა.

დღევანდელი დღის მეორე შეხვედრაში ოკლაჰომა „სითი თანდერმა“ ლოს ანჯელეს „კლიპერსი“ მისსავე „სტეიპლზ ცენტრში“ 127-117 დაამარცხა.

რასელ უესტბრუკმა მორიგი სამმაგი დუბლი გაიფრომა – 29 ქულა, 12 მოხსნა, 11 პასი. კარგი მატჩი ჩაატარა პოლ ჯორჯმაც, რომელმაც 31 ქულა გააკეთა. ოკლაჰომა ამ გამარჯვების შემდეგ დასავლეთ კონფერენციის საუკეთესო ხუთეულშია.