გოლდენ სტეიტის დამაჯერებელი გამარჯვება დენვერის წინააღმდეგ [ვიდეო]
გოლდენ სტეიტის დამაჯერებელი გამარჯვება დენვერის წინააღმდეგ [ვიდეო]

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა. ზედიზედ მესამე გამარჯვებას მიაღწია გოლდენ სტეიტ „უორიორზმა“. ოკლენდელებმა სტუმრად დენვერ „ნაგეტსი“ 19 ქულის სხვაობით, ანგარიშით 127-108 დაამარცხეს.

მოქმედი ჩემპიონის ქართველმა ლეგიონერმა ძირითად ხუთეულში დაიწყო. ზაზა ფაჩულიამ 14 წუთში: რვა ქულა, ხუთი მოხსნა და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

სტივ კერის გუნდმა, გადამწყვეტ უპირატესობას მესამე მეოთხედში მიაღწია, რომელშიც 43-21 მოიგო. ამის შემდეგ, „უორიორზსს“ თამაშის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა აღარ გასჭირვებია.

25 ქულა, შვიდი მოხსნა და შვიდი შედეგიანი გადაცემა კევინ დურანტის ანგარიშზეა. სტეფ კარიმ 22 ქულა და 11 ზუსტი პასი მიითვალა აქტივში.

მიმდინარე რეგულარულ სეზონში, ეს გოლდენ სტეიტის მეშვიდე გამარჯვება აღმოჩნდა. კალიფორნიელები ჰიუსტონ „როკეტსთან“ ერთად, დასავლეთ კონფერენციას ლიდერობენ. მორიგ მატჩს „უორიორზი“ საკუთარ „ორეკლ არენაზე“ მაიამი „ჰიტის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.