„გოლდენ გორი“ ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია
„გოლდენ გორი“ ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია

ბუქარესტში გამართული ევროპის საკლუბო ჩემპიონატი „გოლდენ გორის“ ტრიუმფით დასრულდა. ქართული კლუბი ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა –  ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.), ლუკა მაისურაძე (81 კგ.), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.) და უშანგი კოკაური (+90 კგ.).

ფინალამდე გორელებმა გერმანული, იტალიური და სერბული კლუბები დაამარცხეს და დასკვნით შეხვედრაში ფრანგულ „ბლან მესლინს“ დაუპირისპირდნენ.

„ოქროს გორს“ პირველი ქულა ვაჟა მარგველაშვილმა მოუტანა. ვინსენტ ლემარეს მან დაძაბულ ბრძოლაში, დაპირისპირების ბოლო წამებზე დაამარცხა.

შავდათუაშვილმა გილომ შენს ვაზა-არით მოუგო, თუმცა ბრძოლის ბოლო წამებზე ხელის ტრავმა მიიღო, რომელიც იმედია სერიოზული არ აღმოჩნდება.

ყველაზე ეფექტური გამარჯვება ლუკა მაისურაძემ მოიპოვა. მან მეტოქე ილეთზე პირველივე წამებზე წამოაგო და ოსაეკომით მოიგო. ამ დაპირისპირების შემდეგ „გოლდენ გორი“-მ ტურნირის მოგება გაინაღდა – 3:0. ბექა ღვინიაშვილი და უშანგი კოკაური დამარცხდნენ, თუმცა „გოლდენ გორი“ ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული ანგარიშით 3:2 გახდა.