GOL - ფლორენტინო პერესი რონალდოს „რეალში“ დააბრუნებს
GOL - ფლორენტინო პერესი რონალდოს „რეალში“ დააბრუნებს

სენსაციური ინფორმაცია გააჟღერა ვებგვერდმა GOL. ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო მადრიდის „რეალში“ დაბრუნდება. წყაროს ცნობით, კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა დაითანხმა, მადრიდელთა რიგებში პორტუგალიელი ფეხბურთელი უკვე ამ ზამთარს დაბრუნდეს.

რონალდო „იუვენტუსში“ 2018 წლის ზაფხულში გადავიდა. ამ სეზონში მან 14 მატჩი ჩაატარა სერია A-ში და 10 გოლი გაიტანა. ასეთი დაბალი შედეგიანობა პორტუგალიელს დიდი ხანია არ ჰქონია.