გიორგი გაბაშვილი- "ვარდების რევოლუციის" მოედნისთვის სახელის შეცვლა იაფფასიანი პოლიტიკური აქტია
გიორგი გაბაშვილი- "ვარდების რევოლუციის" მოედნისთვის სახელის შეცვლა იაფფასიანი პოლიტიკური აქტია

„ვარდების მოედნისთვის“ სახელის გადარქმევის ინიციატივა  ვიწროპარტიული და იაფფასიანი პოლიტიკური აქტია. ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიორგი გაბაშვილმა თბილისის  საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დედაქალაქის საკრებულოს წევრი აცხადებს, რომ ეს არის სრული უგულვებელყოფა იმ ნების გამოხატულების, რაც ვარდების რევოლუციის დღეებში იყო.

„ვარდების რევოლუცია არ არის მხოლოდ ერთი პარტიის საკუთრება. ეს არის დღე, როცა ქართველმა ხალხმა ვერ აიტანა შეურაცხყოფა, ვერ აიტანა მისი ნების გაყალბება, გამოვიდა ქუჩაში  და  თავისი ბედი საკუთარ ხელში აიღო. უარი უთხრა კორუფციას, ჩამოშლილ, არშემდგარ  სახელმწიფოს. ეს არის სრული უგულვებელყოფა იმ ნების გამოხატულებისა, რაც მთელ საქართველოს ახსოვს ვარდების რევოლუციის დღეებში“ ,- აცხადებს გაბაშვილი.