გოკა გაბაშვილი - თუ შესაძლებელია ბიუჯეტიდან თანხების დაზოგვა, პირველ რიგში, სოციალური პრობლემები უნდა მოგვარდეს
გოკა გაბაშვილი - თუ შესაძლებელია ბიუჯეტიდან თანხების დაზოგვა, პირველ რიგში, სოციალური პრობლემები უნდა მოგვარდეს

„ევროპული საქართველოს“ წევრს გოკა გაბაშვილს მმართველ გუნდთან დედაქალაქის ბიუჯეტთან დაკავშირებით კონკრეტული კითხვები აქვს.

მისი თქმით, თუ შესაძლებელია ბიუჯეტიდან თანხების დაზოგვა, პირველ რიგში, უნდა მოგვარდეს სოციალური პრობლემები.

„დღევანდელ განხილვასთან დაკავშირებით, ბიუჯეტში არის კონკრეტულად სანახავი, რა საქმეები აღარ გაკეთდება, რადგან თანხის ნაწილი შეუმცირდება ავარიულ სახლებს, ნაწილი მეტროსადგურების რეაბილიტაციას, ნაწილი ინფრასტრუქტურას და გზებს. ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტულად რომელ გზებზე და რომელ სახლებზეა ლაპარაკი, ანუ რის გაკეთებას აღარ აპირებს ქალაქი და რის ხარჯზე ხდება ამ თანხების გადათამაშება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ შესაძლებელია თანხების დაზოგვა, პირველ რიგში უნდა მოგვარდეს უმწვავესი სოციალური პრობლემები და ამის არ გათვალისწინების შემთხვევაში, ჩვენ ვერც ერთ ბიუჯეტს მხარს ვერ დავუჭერთ“, – განაცხადა გაბაშვილმა.

თბილისის საკრებულო დღეს დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის ცვლილებების პროექტს განიხილავს.