გოგონას, რომელსაც ხელვაჩაურში მეწყრის შედეგად ოჯახის წევრები დაეღუპა, აჭარის მთავრობა ბინას გადასცემს
გოგონას, რომელსაც ხელვაჩაურში მეწყრის შედეგად ოჯახის წევრები დაეღუპა, აჭარის მთავრობა ბინას გადასცემს

გოგონას, რომელსაც ხელვაჩაურში მეწყრის შედეგად ოჯახის წევრები დაეღუპა, აჭარის მთავრობა ბინას გადასცემს.

ინფორმაცია აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა დაადასტურა.

ამასთან, გოგონას ბებია სოციალურ ქსელში წერს, რომ აჭარის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა გოგონას დაეხმაროს.

„აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ბატონ თორნიკესგან ჩვენმა ოჯახმა და ამ უდიდეს ტრაგედიას გადარჩენილმა პატარა გოგონამ სწავლის ხელშეწყობისთვის მიიღო ლეპტოპი, მიიღო ასევე ფინანსური მხარდაჭერა. ყველაფერს აკეთებენ, რომ ბავშვს მაქსიმალურად დაეხმარონ ამ მძიმე პერიოდის დაძლევაში. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მთავრობის მხრიდან იგეგმება მხარდაჭერა და პატარა, დაობლებული გოგონას ბინით უზრუნველყოფა. ამ ყველაფრისთვის უღრმესი მადლობა“, – წერს გოგონას ბებია გულნარა თედორაძე.

მეწყრის შედეგად სოფელ ჯოჭოში ხუთი ადამიანი დაიღუპა – ორი შემთხვევითი მგზავრი და თედორაძეების ოჯახის სამი წევრი. ოჯახის ერთადერთი გადარჩენილი წევრი, მეექვსეკლასელი გოგონა უბედური შემთხვევის დროს შუახევში ნათესავთან სტუმრად იმყოფებოდა.

დატოვე კომენტარი