გიორგი გოგოლაშვილმა ლატვიის პირველ ლიგაში გასაოცარი შედეგიანობა აჩვენა – ბოლო ტურის შეხვედრაში 20 წლის თავდამსხმელი მეტოქის კარში გატანილი რვა გოლის მონაწილე გახდა.
გოგოლაშვილი ყველაზე პოპულარული კლუბის, რიგის „სკონტოს“ ფეხბურთელია, რომელიც ფინანსური პრობლემების გამო პირველ დივიზიონში დააქვეითეს და მთავარ ლიგაში დაწინაურებას ცდილობს. თუმცა, ახლა კლუბს სახელი გადაარქვეს და რტუ-ს სახელით გამოდის.
ბოლო ტურში რტუ-მ „სტაცელეს ბებრი“ 11:1 გაანადგურა, ქართველმა თავდამსხმელმა კი ხუთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა. მას ხუთ ტურში ცხრა გოლი დაუგროვდა და ბომბარდირებში ლიდერობს.
მართალია, ლატვიის პირველი ლიგა მაღალი დონით არ გამოირჩევა, მაგრამ ქართველი ფეხბურთელის ასეთი შედეგიანი თამაში მაინც გამოსარჩევია.