გოგლიჩიძემ ახალ გუნდში შეუცვლელად პირველად ითამაშა – „მონცამ“ „კალიარი“ დაამარცხა #1TVSPORT

22:58, 19.10.2026

საბა გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა „მონცაში“, რომელმაც სერია A-ში „კალიარის“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა – 4:0.

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი „მონცას“ ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდა, იტალიის ჩემპიონატის მე-7 ტურის საშინაო შეხვედრაში მოედანზე 90 წუთი შეუცვლელად გაატარა და დამაჯერებლად გამოიყურებოდა, რაზეც მისი შეფასება მეტყველებს – 7,0 ქულა.

„მონცამ“ „კალიარის“ კარი პირველად 39-ე წუთზე კუადიოს დარტყმით აიღო, შესვენების მერე კი ვარელამ დუბლი შეასრულა, ერთიც რობინსონმა გაიტანა და გუნდი 7 ტურის შემდეგ 7 ქულით მე-14 ადგილზეა.

მსგავსი