პარიზში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, ქართველმა კარატისტმა ოქროს მედალი მოიპოვა.
+84 კგ წონითი კატეგორიის (კუმიტე) ფინალში, გოგიტა არქანიამ ფრანგი ჟაკ დენილსონი დაამარცხა და 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები დააგროვა.