გოგი წულაიამ თანაპარტიელებთან ერთად ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან აქცია-პერფორმანსი მოაწყო [ფოტო/ვიდეო]

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრებმა ქუთაისის პარლამენტის შენობასთან აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურის დაწყებამდე, პარტიის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოსთან დოლ-გარმონის თანხლებით მუყაოსგან გაკეთებული ჩასასვენებელი და გვირგვინები მიიტანეს. როგორც პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ გოგი წულაიამ პირველ არხს განუცხადა, აქცია ქვეყანაში პარლამენტარიზმის დასამარებას მიეძღვნა.

„ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ და ამ პარლამენტმა შეძლეს, რომ საბოლოოდ დაუსვეს წერტილი და დაასამარეს საქართევლოში პარლამენტარიზმი. ახლა ბალ-მასკარადით, ტაშის გრიალში, როგორც იყო კომუნისტური პარტიის ყრილობებზე, ხანგრძლივი ტაშით დაასრულებენ პროკურორის არჩევას და უდღეური მთავრობის არჩევას“, – განაცხადა გოგი წულაიამ.